კომპანია GeoSim-ი აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე
კომპანია GeoSim-ი აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისთვის.
მოთხოვნები
განათლება:
– ბაკალავრიატი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
– შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მიღება სრულ ან ნახევარ განაკვეთზე,
– სპეციალური კურსები მოთხოვნილი უნარების შესაბამისად.
უნარები:
– ელექტრონული და ქაღალდზე დატანილი ნახაზების წაკითხვა;
– მეტალისგან და სხვა მასალებისგან დეტალების დამზადება;
– მარტივი და ნაკლებად რთული კონსტრუქციების აწყობა ნახაზის მიხედვით;
– კონსტრუქციებისა და მექანიზმების აღქმა;
– თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობა.
გამოცდილება, (ჩამოთვლილი ექვსიდან ოთხი მაინც):
– საინჟინრო-ტექნოლოგიური წარმოების სფეროში თუნდაც სამოყვარულო დონეზე (სასურველია
ავიაციის მიმართულებით);
– მარტივ ჩარხებთან და ელექტრო ხელსაწყოებთან მუშაობა; (ლენტური ხერხი, ბურღი, ბალგარკა, სახეხი,
ხრახნის საჭრელი, მოქლონის დასარტყმელი ჩაქუჩი, საღუნი წნეხი, სამღებრო პულვერიზატორი და ა.შ.);
– მოდელებისა და მაკეტების შექმნა/აწყობა;
– მარტივი და ნაკლებად რთული კონსტრუქციების აწყობა;
– შედუღება (სასურველია არგონი ან კემპი);
– სხვა გამოცდილება მონათესავე მიმართულებებში.
ენების ცოდნა:
– ქართული
– რუსული ან ინგლისური საშუალოდ
პიროვნული თვისებები
– ვიზუალური აღქმისა და ნაკეთობის ხელით შესრულების სიზუსტე (თვალისა და ხელის
სიზუსტე);
– დისციპლინის პატივისცემა და ზომიერი პედანტურობა;
– შრომის მოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
– მიზანდასახულობა და პროფესიული ზრდის სურვილი.
სამუშაო გარემო:
– თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი;
– მინი-ქარხანა, ავიასიმულატორებისა და მისი დეტალების წარმოება;
– დახურული შენობა გათბობით;
– რვა საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00 სთ., შესვენება 13:00-14:00 სთ.;
– პირველი თვე გამოსაცდელი ვადა, შემდგომი ორი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 12 მარტისა.
შენიშვნა: ქართულთან ერთად სასურველია CV წარმოადგინოთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე.