მიმდინარე კვლევები:

  • კაბელიანი საფრენი აპარატის დაპროექტება და დამზადება.
  • ერთიან საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების მართვის მეთოდები ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • სასოფლო-სამეურნეო და სახანძრო დანიშნულების თვითმფრინავის ფრთის აეროდინამიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია.
  • საჰაერო ხრახნების ეფექტურობის ამაღლება მათი გეომეტრიული ფორმების ოპტიმიზაციის გზით.
  • საავიაციო აირტურბინული ძრავების გამდინარე ნაწილში გარემოდან მოხვედრილი სხეულების რაოდენობის და მასის გასაზომი ექსპერიმენტარული ხელსაწყოს შექმნა.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს სს „თამ“ თბილავიამშენის და სსსტც „დელტა“-ს სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მეცნიერ თანამშრომელთა ჯგუფთან, ასევე რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტთან, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე ტარდება ერთობლივი სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები, ხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო პროექტები.

დოქტორანტებისა და მაგისტრანტების უცხოეთში განხორციელებული კვლევითი ვიზიტები:

  1. საავიაციო ინსტიტუტი, ლიეტუვა, 2019 წლის დეკემბერი
  2. ბერლინი, გერმანია, 2019 წელი
  3. ვებინარი. ვენა, ავსტრია, 2020 წელი
  4. ვებინარი, დიდი ბრიტანეთი, ვესტერჰემი 2020 წელი