საქართველოს აეროპორტების გაერთიანება – ვაკანსია საავიაციო ბიზნესის განვითარების კოორდინატორი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე – საავიაციო ბიზნეს განვითარების კოორდინატორი

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

  1. ავიამიმართულებების განვითარება:
    1. ახალი ავიმიართულებების განვითარების მიზნით პოტენციური მარშრუტების და შესაბამისი ავიაკომპანიების ბაზრებზე იდენტიფიცირება, დეტალური ანალიზის / კვლევის ჩატარება, და შეთავაზების მომზადება;
    1. საქართველოს აეროპორტებში არსებული ბაზრის მონიტორინგი, კერძოდ არსებული და ახალი რეისების და ავიაკომპანიების, ისევე როგორც კომპანიის კონტრაქტორების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი; 
  1. კომპანიის ფინანსური სამსახურის (და მათ შორის სტატისტიკოსის) მიერ საავიაციო შემოსავლების, სერვისების ან/და მგზავრთანაკადის შესახებ მომზადებული პირველადი მონაცემების მოგროვება, დამუშავება და ანალიზი. დამუშავებული ინფორმაციის რეპორტის სახით ხელმძღვანელობისთვის წარდგენა და შემდგომი გამოყენების ორგანიზება; ასევე  კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად გარე წყაროების მეშვეობით (მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან, ტურიზმის ადმინისტრაციისგან, საქაერონავიიგაციისგან, ეკონომიკის სამინისტროსგან და სხვ.) მონაცემების მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეპორტინგი;  
    1. საქართველოს აეროპორტებში არსებული მოსაკრებლების შესწავლა, მონიტორინგი და სხვა საერთაშორისო აეროპორტებთან პერიოდულად შედარების კვლევების ორგანიზება (Benchmarking);
  2. ბიზნეს ურთიერთობები:
    1. საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება და მათი რეკომენდაციების, ინსტრუქციების და სტანდარტების დროული დამუშავება და რეპორტინგი;
    1. კომპანიის ეგიდით საერთაშორისო, ადგილობრივი და რეგიონალური კონფერენციების, შეხვედრების, სამუშაო ჯგუფების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ან/და მონაწილეობის დაგეგმვა-ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობების და სარგებლიანობის კვლევა და ინფორმაციის მომზადება;
  1. კომპანიის სახელით სხვადასხვა კონფერენციებზე, გამოფენებზე თუ სხვა ღონისძიებებზე დასწრება, ღონისძიების შედეგების შეჯამება, ინფორმაციის და რეკომენდაციების მომზადება;
    1. სასაუბროებისა და პრეზენტაციების მომზადება შეხვედრებისთვის, შეხვედრების შედეგების შეჯამება და რეპორტინგი;
  2. ინდუსტრიის მონიტორინგი:
    1. კომპანიისათვის საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, ავიაციის ინდუსტრიის კვლევის, პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ორგანიზება;
    1. ბაზარზე არსებული ახალი მოთხოვნების, ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი საერთაშორისო რეგულაციების რეგულარული მონიტორინგი და მათთან კომპანიის მიახლოების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების ორგანიზება და მათი წარდგენა ხელმძღვანელობისათვის კომპანიაში შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით;
    1. საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის შესახებ უცხოურ სახელმწიფოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზის წარმოება;  
  3. სააეროპორტო მომსახურების სერვისების ხარისხის მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და რეპორტინგი;
  1. სხვადასხვა ტიპის  პრეზენტაციების, წერილების და სხვა დოკუმენტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისაგან მოძიება;
  2. პოტენციური პარტნიორებისა (ავიაკომპანიების) და კლიენტების შესახებ მონაცემთა ბაზრის კვლევა და ბაზის წარმოება და მუდმივად განახლება;
  3. კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული,  სამუშაო აღწერილობის შესაბამისი, სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

  1. უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან მარკეტინგში;
  2. შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის  გამოცდილება;
  3. ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება დამატებით ერთი უცხო ენის ცოდნას);

უნარჩვევები:

  1. გუნდური მუშაობის უნარი;
  2. პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
  1. პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  2. საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
  3. პროაქტიური მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  4. შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
  5. სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
  6. ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
  7. თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და  სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
  8. კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
  9. კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
  10. პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  11. ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  12. შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
  13. პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
  14. დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
  15. ცვლილებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარჩვევები:

  1. კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:
    1. MS Word
    1. MS Excel
    1. MS PowerPoint
    1. MS Outlook

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“-ში 1 წლის ვადით.



გისურვებთ წარმატებას!


შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”


მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158