საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზნებია:

  • ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მიზანია ისეთი კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებათ კომლექსური ფინანსური სისტემის შესახებ ფართო თეორიული ცოდნა და აღჭურვილი იქნებიან ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარებით.
  • ასევე, პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს განუვითაროს კორპორაციული ფინანსების, საბანკო საქმის, მმართველობით აღიცხვის, რისკების მართვისა და ფინანსური ბაზრების ქცევასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზის, შეფასებისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს კარიერის აწყობას, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში.
  • პროგრამა უზრუნველყოფს ანალიტიკურ აზროვნების ჩამოყალიბებას, ფინანსების საკითხების კრიტიკულ გააზრებას, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სანდო და რელევანტური დასკვნების გაკეთების, არგუმენტაციის, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას.

საავიაციო უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის  მქონე  პირს, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების  საფუძველზე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი  წესების  მოთხოვნათა გათვალისწინებით.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

განათლების აღიარების დოკუმენტი იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე