საფრენი აპარატების დაპროექტებასა და წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციული კომპოზიციური მასალების გამოყენების საკითხს, რომელიც ქმნის მკვლევართა წინაშე მთელ რიგ რთულ პრობლემებს. ამ პრობლემათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმტკიცეზე გაანგარიშების მეთოდების შემუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის განსაკუთრებული თვისებები კომპოზიციური მასალებისა, რომელიც განასხვავებს მათ ჩვეულებრივი, ტრადიციული მასალებისაგან. სწორედ ამით აიხსნება ის დიდი ინტერესი, რომელსაც მკვლევარები იჩენენ კომპოზიციური კონსტრუქციის გაანგარიშების დროს. პრობლემას ის ართულებს, რომ ნებისმიერ პოლიმერულ-კომპოზიციურ მასალაში დატვირთვის გავლენით (ჩვეულებრივ ტემპერატურაზე) ვითარდება დროის მიხედვით ისეთი დეფორმაციები, რომლებიც იცვლებიან როგორც წრფივი, ასევე არაწრფივი კანონით. ასეთი სახის დეფორმაციების გაუთვალისწინებლობა კონსტრუქციის გაანგარიშებისას გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს.
თუ ასეთი მასალების აღნიშნულ უარყოფით თვისებებს მოვაქცევთ მყარ საზღვრებში და წინ წამოვწევთ მათში არსებულ მრავალ დადებით თვისებას, მაშინ ცხადი გახდება იმ დიდი ინტერესის აზრი, რასაც მკვლევარები იჩენენ კომპოზიციური მასალებისაგან დამზადებული კონსტრუქციის მიმართ. აქედან გამომდინარე „საფრენი აპარატების დაპროექტების“ პაროგრამის აქტუალურობას განაპირობებს ახალი ტიპის მასალების, კონსტრუქციების შექმნის და კვლევის თანამადროვე მეთოდების შემუშავების პერსპექტივა.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, „საფრენი აპარატების დაპროექტების“ საგანამნათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ავიამშენებლობის სფეროში მაღალკვალიფიური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც მეცნიერულ დონეზე შეეძლება სტატიკური და დინამიკური გაანგარიშების ჩატარება. ყოველივე მიიღწევა საფრენი აპარატების დაპროექტების უახლესი თეორიული მეთოდებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლისა და თანამადროვე შეხედულებების გათვალისწინების საფუძველზე. აღნიშული მიზნის მისაღწევად საგანამნათლებლო პროგრამის მიზანია შეასწავლოს ეფექტური (გაუმჯობესებული) საანგარიშო სქემებისა და მოდელების შექმნა, ჩამოუყალიბოს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების ადექვატურად შეფასების უნარი.
ამავე დროს პროგრამის მიზანია ინჟინერიის დოქტორს მისცეს სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების შედეგების აქტიურად ათვისების საფუძველზე სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესაძლებლობა.