პროგრამის მიზნებია:
- საავიაციო სფეროს ფართო ცოდნის შეძენა, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს დაეუფლოს საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების პრაქტიკულ საქმიანობას;
- მისცეს ბაკალავრს შეძენილი ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით გამყარების, თეორიული ცოდნისა და ტრანსფერული უნარების განვითარების, საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების ტექნოლოგიების დინამიურ და სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირების შესაძლებლობა;
- ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დარგობრივი კომპეტენციები, მოვლენათა კომპლექსური ხედვის და პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევები;
- მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელსაც მიეცემა იმ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა ინჟინერიის ბაკალავრის აკადმიური ხარისხი მექანიკის ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში.