სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს საფრენი აპარატების კონსტრუირებისა და წარმოების მაგისტრი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ცოდნით და უნარებით, დამოუკიდებლად და თავისუფლად შეძლებს საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების პროცესების სწორად წარმართვას;
  • შეასწავლოს საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების დარგში  არსებული ურთულესი საინჟინრო პრობლემების გადაჭრის თანამედროვე მეთოდები, დაპროექტების ავტომატიზებული საშუალებები, თანამედროვე და პერსპექტიული მასალები და ტექნოლოგიური პროცესები;
  • შეასწავლოს ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობა და საავიაციო ტექნიკის ხარისხზე, საიმედოობასა და ეკონომიურობაზე ორიენტირებული საპროექტო და ტექნოლოგიური პროცედურები;
  • ჩამოუყალიბოს შესაბამის ფორმატში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი.

საფრენი აპარატების დაპროექტებისა და წარმოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა B2 დონის ინგლისურის სერტიფიკატის წარდგენა, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც შესაბამისი გამოცდის ჩატარება მოხდება უნივერსიტეტის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველს არ უდასტურდება ავიაციის ინჟინრის კვალიფიკაცია, სტატუსის მოპოვებისათვის უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს შიდა სასპეციალიზაციო გამოცდა.

უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ასევე შეიძლება განხორციელდეს, მობილობის ან შიდა მობილობის გზით. პროგრამაზე მიღების პირობები და მიღებასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური ინფორმაცია ყოველწლიურად თავსდება შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და ცნობარში. პროგრამაზე მიღების ზემოაღნიშნული პირობები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

სამეცნიერო კვლევის საფუძვლები

უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა

პროფესიაზე ორიენტირებული უცხო ენა (ინგლისური)

აკადემიური წერა

ადამიანის ფაქტორი ავიაციაში

გარემოს დაცვის პრობლემები სამოქალაქო ავიაციაში

რიცხვითი მეთოდები საავიაციო კონსტრუქციებში

საფრენი აპარატების კონსტრუქციების მოდელირება  და ანალიზი

ფრენის დინამიკა

საფრენი აპარატის მდგრადობა და მართვადობა

მექანიკური სისტემების მდგრადობა და მართვადობა

საფრენი აპარატების სისტემების კომპიუტერული დაპროექტება

საავიაციო ძრავების სტრუქტურული ანალიზი

საფრენი აპარატების  ტექნოლოგიური დაპროექტება

საფრენი აპარატების აეროდინამიკური დაპროექტება

სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მართვა

პროფესიული პრაქტიკა

სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და დაცვა