პროგრამის მიზანია:
- მისცეს კურსდამთავრებულს საფუძვლიანი ცოდნა ფრენების უზრუნველყოფის მიწისზედა რადიოტექნიკური საშუალებების ტექნიკურ ექსპლუატაციაში, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული საქმიანობის ასპექტებს;
- შეასწავლოს კურსდამთავრებულს სფეროსათვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრის საშუალებები;
- ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულს მოვლენათა კომპლექსური ხედვის უნარი;
- ჩამოუყალიბოს კურსდამთავრებულს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებისა და პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევები;
- მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი საავიაციო სპეციალისტი, რომლსაც მიეცემა იმ პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციაში.
- მისცეს სტუდენტს მიღებულმა ცოდნის საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში, სწავლის მომდევნო საფეხურზე (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე) გაგრძელების საშუალება.