საქართველოს აეროპორტების გაერთიანება-ვაკანსია იურისტი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – იურისტი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული
ფუნქციები
კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;კომპანიის ხელშეკრულებების სტანდარტული (მათ შორის ინგლისურენოვანი) ნიმუშების შემოწმება და ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;მნიშვნელოვანი, არასტანდარტული ან რთული შინაარსის ხელშეკრულებებისა თუ კომპანიის სახელით გასაფორმებელი სხვა დოკუმენტების (მათ შორის ინგლისურენოვანი დოკუმენტების) პროექტების შემუშავება ან არსებული პროექტების ანალიზი;არასტანდარტული ხელშეკრულებების (მათ შორის ინგლისურენოვანი ხელშეკრულებების) გაფორმებისას მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა;კომპანიის საჭიროებისათვის ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სხვა სამსახურებისათვის მათი სტანდარტული ნიმუშების მომზადება, ასევე სხვა თანამშრომლების მიერ ბრძანების მომზადებისას მათი რევიზია სამართლებრივად და დოკუმენტის ნორმატიული ტექნიკის გამართულობის კუთხით;მისი საქმიანობის ფარგლებში კომპანიის პრაქტიკის განზოგადება, პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;მის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოსა თუ სხვა ორგანოებსა და დაწესებულებებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მუდმივი განახლება;მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება. |
კვალიფიკაცია
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში;
- ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება;
სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- სახელმწიფოს 50% და მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
- პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი
ტექნიკური უნარჩვევები
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:
- MS Word
- MS Excel
- MS PowerPoint
- MS Outlook
Codex
მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge