საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადი იწყება!
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა შეავსონ თანხმობის ფორმა, რისთვისაც უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტებს.
სტაჟირებაში მონაწელეობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამის ფაკულტეტებს.