უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად სადოქტორო პროგრამა „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები“ ორიენტირებულია საფრენოსნო-ტექნიკური ექსპლუატაციის ეფექტურობის ამაღლების და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დარგში თეორიულად განსწავლული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლების ძირითადი მიზნებია:
- დოქტორანტს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე მისცეს სიღრმისეული ცოდნა საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს აღძრული პრობლემების მეცნიერული შეფასებისა და მათი გადაჭრის მეთოდების დამუშავება – განხორციელებისათვის, დარგის ეფექტურობის ამაღლების და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- დოქტორანტს ჩამოუყალიბოს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა დინამიკურ და სწრაფად ცვლად გარემოში მყისიერი ორიენტაციის უნარ-ჩვევები საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო-ტექნიკური ექსპლუატაციის პირობებში პროცესების და მოვლენების წარმართვისა და მათზე ეფექტური ზემოქმედების მიზნით, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.
- დოქტორანტს გამოუმუშავოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოქალაქეობრივი ცნობიერება, რომელიც სტიმულს მისცემს მას მეცნიერული კვლევების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებით გამოავლინოს ის ძირითადი ფაქტორები და პირობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დარგის განვითარებაზე, დოქტორის კარიერულ ზრდაზე. დოქტორანტს ჩამოუყალიბოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციები, მოვლენების მეცნიერული ხედვის, ანალიზის და ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევები, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, უახლესი ცოდნის ფლობასთან ერთად, სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი ცოდნის დაგროვების და გაღრმავების უნარი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.