პროგრამის მიზანებია:
- მოამზადოს ინჟნერიის მაგისტრი საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის სპეციალობით, რომელსაც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ექნება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და უნარები, დამოუკიდებლად და თავისუფლად შესძლოს საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის პროცესების სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
- მაგისტრმა შეისწავლოს საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკურ ექსპლუატაციაში არსებული საინჟინრო პრობლემების გადაჭრის თანამედროვე მეთოდები, საავიაციო ტექნიკის საექსპლუატაციო ფაქტორების გათვალისწინებით და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;