პროგრამის მიზნებია:
- მისცეს ფართო ცოდნა საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით, რაც საშუალებას აძლევს დაეუფლოს ფრენების ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს;
- შეასწავლოს აეროპორტების: რადიონავიგაციური, რადიოლოკაციური, კავშირის, ელექტრომომარაგებისა და შუქტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების ჩატარების თავისებურებები;
- ჩამოუყალიბოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების, პროცესების ობიექტურად შეფასებისა და სფეროსათვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები.