პროფესიული პროგრამა

პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელთა კომპეტენცია სრულად პასუხობს საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის სფეროში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს) მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

  • სრული ზოგადი განათლება
  • ასაკი: 17 წელი
  • შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება  

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ერთ პროფესიულ კვალიფიკაციას საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციაში (CPL) A მიმართულებით – თვითმფრინავის კომერციული პილოტი). 

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორი სასწავლო წლის განმავლობაში, 68 კრედიტის მოცულობით, რაც შეადგენს 1700 საათს.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგად, საერთო პროფესიულ/დარგობრივ და კონკრეტული მიმართულების (CPL (A))  პროფესიულ/დარგობრივ მოდულებს.

1. ორი ზოგადი მოდულის კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 6, რომელიც მიცავს შემდეგ მოდულებს:

  • ინფორმაციული წიგნიერება;
  • მეწარმეობა.

2. პროფესიული/დარგობრივი მოდულების კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 33.5, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • საჰაერო კანონმდებლობა;
  • საჰაერპ ხომალდების კონსტრუქცია, სისტემები და ძალური დანადგარები;
  • საჰაერო ხომალდების სახელსაწყო აღჭურვილობა;
  • მასა და ბალანსი;
  • თვითმფრინავის საფრენოსნო მახასიათებლები;
  • ფრენის დადგეგმვა და მონიტორინგი;
  • ადამიანის შესაძლებლობები;
  • მეტეოროლოგია;
  • ზოგადი ნავიგაცია;
  • რადიო ნავიგაცია;
  • საექსპლუატაციო პროცედურები;
  • თვითმფრინავის ფრენის პრინციპები;
  • ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

3. სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდულების კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 28.5, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 1;
  • საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 2;
  • საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 3;
  • საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 4;

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს, მათ შორის პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს საფრენოსნო მომზადებას 150 ფრენა/საათის მოცულობით.

საგანმანათლებლო პროგრამის დაიწყება ზოგადი ან პროფესიული/დარგობრივი მოდულებით, რომელიც განხორციელდება მოდულარული სისტემით, ხოლო პრაქტიკის კომპონენტი გათვალისწინებულია პროგრამის ბოლო ეტაპზე.