საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს (B3) შეუძლია დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: 2000 კილოგრამამდე მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის: მექანიკოსი, გამართვის ტექნიკოსი; საჰაერო ხომალდების და ძრავების მექანიკოსი; პლანერის მექანიკოსი; საჰაერო ხომალდების მომსახურების ტექნიკოსი;
B1.3 – საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენზე, შესაბამისი მოწმობის აღების მერე (რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალისტმა უნდა აიღოს სწავლების დასრულების შემდეგ) შემდეგ პოზიციებზე: აირტურბინული ძრავების მონტაჟის სპეციალისტი; ტექნიკური მომსახურების ზედამხედველი; ძალური დანადგარების მექანიკოსი; პლანერის მექანიკოსი; აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენების მომსახურების ტექნიკოსი; აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენების პნევმოსისტემის მექანიკოსი;