საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია:

  • განუვითაროს ბაკალავრს შეძენილი თეორიული ცოდნის საფუძველზე, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების თანამადროვე ტექნოლოგიების დინამიკურ და სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირების უნარი;
  • ჩამოუყალიბოს ბაკალავრს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დარგობრივი კომპეტენციები, მოვლენათა კომპლექსური ხედვის და პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევათა ფორმირების უნარი;
  • მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი საავიაციო სპეციალისტები, რომელსაც მიეცემა იმ თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა ინჟინერიის ბაკალავრის აკადმიური ხარისხი, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით.

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა განათლების აღიარების დოკუმენტი.

უმაღლესი მათემატიკა 1 (წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია)

უმაღლესი მათემატიკა 2 (მათემატიკური ანალიზი )

უმაღლესი მათემატიკა 3 (დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა)

ფიზიკა 1 (მექანიკა.  მოლეკულური ფიზიკა)

ფიზიკა 2 (ელექტრობა, მაგნიტიზმი და ოპტიკა )

ზოგადი ქიმია

კომპიურეტული უნარები

საინჟინრო გრაფიკა

სამანქანათმშენებლო ხაზვა

აკადემიური წერის საფუძვლები

კომპიუტერული გრაფიკის პაკეტი (AutoCAD)

ინგლისური ენა      B1

ინტენსიური ინგლისური ენა 1

ინგლისური ენა      B2

ინტენსიური ინგლისური ენა 2

პროფესიული ინგლისური ენა I

პროფესიული ინგლისური ენა II

ფილოსოფია

თეოლოგია

საქართველოს ისტორია და მსოფლიო ცივილიზაცია 

ფსიქოლოგია

თეორიული მექანიკა (სტატიკა, კინემატიკა)

საავიაციო საკონსტრუქციო მასალები

ელექტროტექნიკა და ელექტრონიკა

თეორიული მექანიკა (დინამიკა)

ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები

აეროდინამიკა

მასალათა გამძლეობა

საავიაციო ძრავების თეორია

მექანიზმები და მანქანათა ნაწილები

 ფრენის დინამიკა

საჰაერო ხომალდების კონსტრუქცია 

ჰიდრავლიკა და ჰიდრომანქანები

საჰაერო ხომალდების წარმოების  ტექნოლოგია

საავიაციო ხელსაწყოები და საპილოტაჟო-სანავიგაციო კომპლექსები

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციები და საჰაერო კანონმდებლობა

საავიაციო ძრავების   კონსტრუქცია და მომსახურება I

საავიაციო ძრავების             კონსტრუქცია  და მომსახურება II

 საჰაერო ხომალდების ფუნქციური    სისტემები

ფრენის უსაფრთხოება და ადამიანის ფაქტორი

საავიაციო ტექნიკის  დიაგნოსტიკა, საიმედოობა და რემონტი

საწარმოო პრაქტიკა

საბაკალავრო ნაშრომი