პროგრამის მიზნებია:
უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად „საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის “ საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე. აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების უმთავრესი მიზანია:
- კურსდამთავრებულს მისცეს ფართო ცოდნა საჰაერო ხომალდების საავიაციო ძრავების და ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს დაეუფლოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული საქმიანობის ასპექტებს;
- შეძენილი თეორიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დინამიკურ და სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირება;
- საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დარგობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბება, პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევათა ფორმირება;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი საავიაციო სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც მიეცემათ იმ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა საავიაციო ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.