სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

წარმატებული სტუდენტების დაფინანსების კრიტერიუმები და პირობები:

  1. დაფინანსება შეიძლება გაიცეს იმ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა) უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
    მერიაში წარმატებული სტუდენტების სიის წარდგენის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის
    განმავლობაში რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
    ბ) არის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
    გ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A
    კატეგორია – ფრიადი);
    დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
  2. თითოეულ უნივერსიტეტს ან/და სასწავლო უნივერსიტეტს, უფლება აქვს ქალაქ თბილისის
    მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
    კრიტერიუმების შესაბამისი წარმატებული სტუდენტების სია.
  3. დაფინანსების მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში
    უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ;
    ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის
    ასლი;
    გ) წარმატებული სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები ან უნივერსიტეტის ან/და სასწავლო
    უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები;
    დ) ამონაწერი წარმატებული სტუდენტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ,
    უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან; ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

დაფინანსების გაცემა

  1. სამსახური განიხილავს წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობას და შესაბამისობის
    დადგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს
    მიმართავს წერილით, შესაბამისი წარმატებული სტუდენტისთვის ან უნივერსიტეტისთვის ან/და
    სასწავლო უნივერსიტეტისთვის თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.
  2. დაფინანსება ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 562.50 (ხუთას სამოცდაორი ლარი
    და ორმოცდაათი თეთრი) ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
  3. წარმატებულ სტუდენტს დაფინანსება გადაერიცხება, სამსახურში წარდგენილ პირად საბანკო
    ანგარიშის ნომერზე ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებაში
    მითითების შემთხვევაში, უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე,
    სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით.
  4. სამსახურის მიერ დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ,
    სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.
  5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის აკადემიური
    მოსწრების მაჩვენებლის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსება
    არ გაიცემა.
  6. ამ წესის შესაბამისად, წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულებს:

https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/152a371e-d7b3-4a0b-ae10-d369ae30c3ce.pdf

https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/5517b04a-7cf1-431a-9d6a-279fbbd325c9-1.pdf