სოციალური დაფინანსების პროგრამა მაგისტრებისთვის

საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს.

მაგისტრანტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ ჩატვირთული ფაილები და გაეცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილებას