სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” აცხადებს ვაკანსიას რადარის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე

  • კატეგორია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები
  • ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 865-დან 1375 ლარამდე (პროფესიული
  • უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • განახორციელოს რადარის მუშაობის მუდმივი შემოწმება;
  • უზრუნველყოს საპოხი საშუალებების დროული შეცვლა;
  • განახორციელოს სისტემის მექანიკური დეტალების პერიოდული შემოწმება;
  • განახორციელოს რადარის ყველა ძალოვანი დანადგარის პერიოდული შემოწმება;
  • დაზიანებული აგრეგატების შეცვლა;
  • რადარის მართვის კომპიუტერში არსებული ელექტრონული ნაწილების შემოწმება, დაზიანებული ნაწილების შეცვლა;
  • მოთხოვნის მომზადება და დაზიანებული ნაწილების გაგზავნა საზღვარგარეთ დაზიანების მიზეზის დასადგენად;
  • სახარჯი მასალების დროული შეცვლა (სისტემის ფილტრები, დიელექტრიკული მძიმე აირი);
  • სახარჯი მასალების მარაგის შესაქმნელად მოთხოვნების მომზადება;
  • ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, პროდუქტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების და სხვადასხვა შინაარსის აქტების შემუშავება;
  • ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, ბრძანების პროექტების, სხვადასხვა აქტების პროექტების მომზადება ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
  • კომპეტენციის ფარგლებში ზემდგომი ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობების, მათემატიკა და სტატისტიკის, ინფორმატიკა და მართვის სისტემების მიმართულებით);
  • კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • პროდუქტიულობა;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რადარის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.