სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე – პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
- კატეგორია: საინჟინრო-ტექნიკური
- ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1000 დან – 1500 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;
ფუნქცია – მოვალეობები:
- გაზის, სანტექნიკის და ვენტილაციის სისტემების ნახაზების შედგენა; საჭირო კომუნიკაციების გაყვანის ნახაზების შედგენა, მათთვის საჭირო მასალების და მოწყობილობების ნუსხის შედგენა;
- საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავება, ნახაზების შედგენა სამუშაოების შესაბამისად;
- გეგმარის შედგენა გაზზე მომუშავე დანადგარებისთვის;
- სავენტილაციო სისტემების, გათბობის სისტემების და საკანალიზაციო სისტემების პროექტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
- შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
- კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, აგრეთვე CAD პროგრამებიდან ერთ-ერთის: CATIA V5, Auto CAD, Mechanical Desktop, Solid Works ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
უნარები:
- გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
- სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
- ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
- კომუნიკაბელურობა;
- პროფესიონალიზმი;
- პროდუქტიულობა;
- ხარისხზე ორიენტირება;
- კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ინჟინერ – კონსტრუქტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.