სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” აცხადებს ვაკანსიას რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” აცხადებს ვაკანსიას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების სამმართველოს რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

  • კატეგორია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები
  • ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1057-დან 1312 ლარამდე (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა გრაფიკის შესაბამისად

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • აწარმოებს ინფორმაციის შეყვანას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში;
  • აწარმოებს ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის შეყვანას ინფორმაციის
  • განახლებისას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში;
  • ზემოქმედების სპეციალისტის და/ან ცვლის უფროსის მითითებით განახორციელებს რადარის პროდუქტების პარამეტრების ცვლილებებს;
  • საჭიროების შემთხვევაში დაიტანს ელექტრონულ რუკაზე დამატებით ინფორმაციას;
  • დაუყოვნებლივ ახსენებს ჯგუფის უფროსს სეტყვასაშიში ღრუბლების გამოვლენის შესახებ;
  • არქივიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;
  • აწარმოებს ოპტიმალური პარამეტრების მქონე სკანის დამუშავებასა და გაშვებას;
  • აწარმოებს მუშაობისთვის საჭირო პროდუქტების დამუშავებასა და ჩართვას;
  • სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე აწარმოებს ცვლილებების შეტანას სკანირების პროდუქტების ალგორითმში და სკანირების მომართვაში;
  • თვალყურს ადევნებს პროგრამებს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
  • აწარმოებს ინფორმაციის, არქივის შენახვასა და დამუშავებას;
  • აწარმოებს საჭირო ინფორმაციის გამოტანას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
  • აწარმოებს Zhail(Prob) და Hailsz(Size) პროდუქტების დამუშავებას სეტყვასაშიშ ღრუბლებზე დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობების, მათემატიკა და სტატისტიკის, ინფორმატიკა და მართვის სისტემების მიმართულებით);
  • კვალიფიკაციის შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • პროდუქტიულობა;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.