სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი” აცხადებს სტაჟირებას საკრედიტო დეპარტამენტში (წარმატებული აპლიკანტები დასაქმდებიან კომპანიაში) სს “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახრებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით.
დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის შვიდ ქალაქში 14 ფილიალის სახით. კომპანია “ემ ბი სი” ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.
სტაჟირების მიმართულებები:
** კომპანიისთვის სასურველი კლიენტების მოძიება და მოზიდვა(გაყიდვები);
** კლიენტისგან სწორი ინფორმაციის ამოღება;
** კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზი;
** საკრედიტო პროექტის მომზადება და რისკების კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ბაკალავრიატის კურსის სტუდენტი ფინანსების მათემატიკის ან მომიჯნავე განხრით; (მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი)
უნარ – ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი
** ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების უნარი ამ ეტაპზე კომპანია ეძებს 50 კადრს, რომლებიც განაწილდებიან ქალაქის სხვადასხვა ფილიალებში. წარმატებული აპლიკანტები დასაქმდებიან კომპანიაში და ექნებათ კარიერული განვითარების კარგი შანსი. მოგახსენებთ, რომ კომპანია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს, რათა მათი სასწავლო პროცესი არ შეფერხდეს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV(ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: career@ssu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!