სტაჟირება კომპანია „ლინქ ლოჯისტიკ“-ში საერთაშორისო გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო, სამანქანო) მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
• ინგლისურის და რუსულის საფუძვლიანი ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან როგორც მიმოწერის, ასევე საუბრის წარმოება);
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
-სტაჟიერების პერიოდი არ არის ანაზღაურებადი.
პირველი თვე იქნება კვირაში 2-3 დღე 3-4 საათიანი შეხვედრები თეორიული მასალის გასაცნობად. სამი თვის შემდეგ სრულდება სტაჟირება და ორმხრივი გადაწყვეტილებით, კომპანია იწყებს თანამშროლობას წარმატებულ აპლიკანტებთან.
სახელფასო სისტემა განსხვავებულია და სრულად თანამშრომლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მოჭრილი ხელფასი 400 დან 3000 ლარამდე + ბონუსი 20%.
3 თვეში ერთხელ ხდება ხელფასის მომატება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დანარჩენ დეტალებზე პირდაპირ აპლიკანტთან მოხდება გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე career@ssu.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება) არაუგვიანეს 5 მარტისა.