სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. მოცემულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შემდეგ ელექტორონული ფოსტის მისამართზე- career@ssu.edu.ge  (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა“). წერილში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სტატუსი (სტუდენტი/კურსდამთავრებული) და საკონტაქტო ნომერი.

გაცნობებთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 სექტემბერი.