სტუდენტების შეხვედრა წარმატებულ კურსდამთვრებულებთან
27 დეკემბერს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა წარმატებულ კურსდამთვრებულებთან.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან ავიაკომპანიებში მაივეი, თი-სი-ეი, ასევე თბილავიამშენში და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მათ ისაუბრეს როგორც საკუთარ კარიერულ მიღწევებზე, ასევე დააფიქსირეს მოსაზრება უნივერსიტეტის პროგრამებთან, ინფრასტრუქტურასთან და საბიბლიოთეკო რესურსთან დაკავშირებით, როგორც მომავალი დასაქმების ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორზე, ისე სტუდენტებს გაუზიარეს სხვადასხვა რჩევები საავიაციო სფეროში დასაქმებასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნეს, რომ პროფესიით დასაქმების შემთხვევაში პროგრამით მიღებული ცოდნა და უნარები თანხვედრაშია მათ სამუშაო მოთხოვნებთან და ყოველდღიურ შესასრულებელ სამუშაოებთან.


