საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ისტორია

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტირებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში არის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტში საკანონმდებლო, აკადემიურ თუ სხვა საკითხების შემუშავებაში. გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობა ფლობს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და მართვის ორგანოებს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ამჟამინდელი გუნდი 2018 წლის 29 მაისის შემდგომ მართავს სტუდენტურ თვითმმართველობას.

უმაღლესი მმართველი პირია თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომლის დაქვემდებარებაშიცაა კულტურის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და PR დეპარტამენტები. 2018 წლის  29 მაისის შემდგომ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე სტუდენტურმა თვითმმართველობამ განახორციელა 200-ზე მეტი პროექტი.

2020 წლის 1 ოქტომბრიდან, სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი მმართველი ორგანოა სენატი, რომელშიც სტუდენტები წევრიანდებიან ფაკულტეტების მიხედვით, პროპორციული რაოდენობით (თითო ფაკულტეტიდან 4 სტუდენტი).  მოხდა თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია და დღეს საფრენოსნო ფაკულტეტს, საინჟინრო ფაკულტეტსა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს ჰყავს საკუთარი თვითმმართველობები კულტურისა და ტურიზმის, განათლების და სპორტის დეპარტამენტებით. აღსანიშნავია რომ თვითმმართველობის ერთ-ერთი უმაღლესი მმართველი რგოლია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომელიც თვითმმართველობის და მთლიანად უნივერსიტეტის მძლავრ პიარს ეწევა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ჩართულია შიდა საუნივერსიტეტო, ინფრასტრუქტურულ, აკადემიურ თუ სტუდენტური წლების გამრავალფეროვნების საქმეში.