პროგრამის მიზნებია:
ავიაციის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსების სფეროში სოციალურად პასუხისმგებელი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება:
- ფუნქციონალური და ტრანსფერული კომპეტენციები, სპეციალობის ღრმა და სისტემური ცოდნით;
- ძლიერი ანალიტიკური, სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარები;
- ეს კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს გაანალიზონ, კრიტიკულად შეაფასონ ფინანსების თანამედროვე თეორიები, მოდელები და პრაქტიკა; დასაქმდნენ მაღალი რგოლის საფინანსო მმართველობით პოზიციებზე და ასევე გააგრძელონ უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლა.
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი გამოცდების შედეგების საფუძველზე, რაც საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად ითვალისწინებს უნივერსიტეტის პროგრამების მიხედვით მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარებას, ასევე სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ALTE B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.
სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას. პროგრამაზე ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე