შეხვედრა უნივერსიტეტის წარმატებულ უცხოელ კურსდამთავრებულებთან
22 იანვარს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა უნივერსიტეტის წარმატებულ უცხოელ კურსდამთავრებულებთან.
უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს უცხოელი სტუდენტებისთვის საინტერესო და ინფორმატიული ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ კურსდამთავრებულებს და ამაყობს ასეთი წარმატებული ავიატორებით !



