განათლების საერთაშორისო გამოფენა გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 16-17 თებერვალს გაიმართა.
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან შესაძლებლობა ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ორი დღის განმავლობაში განათლების გამოფენას 12 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

განათლების გამოფენა 2011 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. საავიაციო უნივერსიტეტმა ღონისძიებაში წელს მეექვსედ მიიღო მონაწილეობა.