რეგიონების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარების პროექტის განხორციელების გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან დაიწყო.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგიონების სკოლებში შეხვედრებს რეგულარულად მართავენ და მოსწავლეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებსა და სოფლებში.