12 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს NASA-ს კოსმოსური ინჟინერი, შონ ფულერი (Sean Fuller) ეწვია. ბატონმა შონ ფულერმა საჯარო ლექცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებული ბოლო კვლევები და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რატომ აირჩია მფრინავის და კოსმოსური ინჟინერის პროფესია. იგი ასევე ესაუბრა სტუდენტებს, თუ რა უნარ-ჩვევებია აუცილებელი ნასაში მუშაობისთვის.
ლექციის ბოლოს, მან უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გამოსცადა საფრენი სიმულატორი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო-ს პროფესიული განათლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტი დაიწყებს სტუდენტების მიღებას სამ განახლებულ პროფესიულ პროგრამაზე (შვეულმფრენის პილოტი, საჰაერო ხომალდების და ძრავების მომსახურების ტექნიკოსი, საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურების ტექნიკოსი).