5-26 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს, რომელშიც მონაწილეობა 42-მა სტუდენტმა მიიღო, როგორც საავიაციო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს დანარჩენი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.
2 ივნისს საავიაციო უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა სერგო ტეფნაძემ დიპლომები გადასცა.