29 მაისს 14:00 საათზე სასტუმრო ამბასადორში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა კონფერენცია გამართა. აღნიშნულ კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარებას. კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოდგენილ ბიზნეს სექტორისთვის გაეცნო პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი განახლებული პროფესიები, რომელიც იმართება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“ პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროგრამის ეგიდით მიმდინარე პროექტს და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ახალ პროფესიულ პროგრამებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს.