ERASMUS + ის ფარგლებში საავიაციო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ბასკეთის უნივერსიტეტში გაემგზავრება

გაცვლითი პროგრამა Erasmus + ის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ბასკეთის უნივერსიტეტში გაემგზავრება.
საინჟინრო ფაკულტეტის I კურსის სტუდენტები:
ჯანაშვილი ალექსანდრე, ხუცურაული დავითი, გედამინსკი გიორგი, გოცირიძე არჩილ ესპანეთში შემოდგომის სემესტრში გაემგზავრებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს შეხვდა და პროექტში გამარჯვება მიულოცა.
საავიაციო უნივერსიტეტი Erasmus Mundus-ის გაცვლით პროგრამა ACTIVE-ში და Erasmus + შია ჩართული, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ევროპის ქვეყნებში სრულიად უფასოდ.