11 ივლისს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ PEM-ის, GMBH-ისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia)-ს საგრანგტო პროექტის ISWD (Idustry-led Skills and Workforce Development)-ის წარმომადგენლები. ვიზიტი განხორციელდა საგრანტო პროექტის ფარგლებში და წარმოადგენდა 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების აუდიტს.
აუდიტორებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საფრენი სიმულატორი და გაეცნენ ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ასევე, ჩატარდა მიმდინარე პერიოდის ანგარიშგებითი პრეზენტაცია. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მოისმინეს ერთმანეთის მოსაზრებები და მოთხოვნები შემდგომ სამუშაოებთან დაკავშირებით.