2017 წლის 31ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ტრენინგს უმასპინძლა.

მათ მიერ ჩატარებული სემინარი,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირებისათვის გაიმართა.

ტრენინგი ძირითად მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის ამაღლებას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.