განათლების რიგით მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

მიმდინარე წლის 22 და 23 თებერვალს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, განათლების რიგით მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

ამჯერადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პროგრამაში, გამოფენაზე დამთვალიერებელს საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან საშუალება ჰქონდადეტალურად გაცნობოდა ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ!

ადგილზე დაეთვალიერებინათ ჩვენივე სტუდენტების მიერ დაპროექტებული და წარმოებულიუპილოტო საფრენი აპარატები.