გაცვლითი პროგრამა Erasmus + ის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 2 სტუდენტი ბასკეთის უნივერსიტეტში გაემგზავრება.
საინჟინრო ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები: ნერსეზაშვილი გიორგი და თიკანაშვილი საბა ესპანეთში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიგაემგზავრებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე სტუდენტებს შეხვდა, მათ უხცოეთში სწავლების უფლების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და პროექტში გამარჯვება მიულოცა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი Erasmus Mundus-ის გაცვლით პროგრამა ACTIVE-სა და Erasmus + ში აქტიურადაა ჩართული და აგრძელებს თანამშრომლობას მსგავსი პროფილის მქონე პრესტიჟულ უცხოურ უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ევროპის ქვეყნებში სრულიად უფასოდ.