მიმდინარე წლის 25-30 ივნისს ამერიკის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა (FAA) და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ იგეგმება დოქტორანტთა რიგით მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი საჰაერო მოძრაობის მართვის კვლევის მიმართულებით. სიმპოზიუმი დოქტორანტებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე მასალებს, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევარი და სამეცნიერო საზოგადოებისაგან მიიღონ ლოგიკური უკუკავშირი კვლევის მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებით.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ღონისძიების მაღალი კონკურენციისა და შერჩევის მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, შერჩეული 14 დოქტორანტიდან მხოლოდ რამდენიმეს აუნაზღაურებს ვიზიტის ხარჯებს “EUROCONTROL”, მათ შორისაა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სწავლების II წლის დოქტორანტი ნიკა თიკანაშვილი.