რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით XIII ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნა. 

გახსნის ცერემონიალს წარუძღვა რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ბ-ნ ემზარ ბარბაქაძე.

სექციების მუშაობა მიმდინარეობდა 28-29 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 5 ივნისს, 13 საათზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის I კორპუსში, VII სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.