სამეცნიერო სემინარი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში!

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018”-ის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გამართა სამეცნიერო სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, საინჟინრო ფაკულტეტის დაპროექტება და წარმოების პროგრამის ხელმძღვანელი ვალერი მიქაძე.

სემინარის თემატიკას წარმოადგენდა: “ავიაციის განვითარების გზები”.

მსმენელს შესაძლებლობა ქონდა გაეგოთ დეტალურად ინფორმაცია  ავიაციის განვითარების ეტაპები დასაბამიდან დღემდე, როგორ წარმოიშვა ზოგადად ავიაცია და რა ეტაპები გაიარა იმისთვის რომ მოეღწია ჩვენამდე იმ სახით, როგორიც დღესდღეისობით არსებობს.