2018 წლის 5 სექტემბერს საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საფრანგეთის წარმომადგენლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:
Mr. de Lacombe – საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (DGAC), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
Mr. Jacques Weyant – საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (DGAC), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ICAO-ს აუდიტორი;
Mr. Terry Burte – საფრანგეთის საელჩოს ატაშე საქართველოში განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრა წარმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ბატონმა სერგო ტეფნაძემ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ რექტორატის წარმომადგენლები.
შეხვედრის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა:
- საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სკოლის (ENAC), აკადემიური და კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერის Mr. Marc Chouffot-ის და ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგნლების მოლაპაკების საფუძველზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის წარმატებულმა სტუდენტებმა, სწავლა გააგრძელონ ENAC-ში, პროგრამების თავსებადობიდან გამომდინარე.
- ENAC-სა და სსუ-ს შორის დაიდო შეთანხმება აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადების საკითხებთან დაკავშირებით;
- ENAC-ში საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლების მომზადება/გადამზადების, სასწავლო და ტრეინინგ ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები ERASMUS+ ფარგლებში;
- ერთობლივად წარმართულ კვლევით აქტივობებში და პროექტებში მონაწილეობის მიღება.