საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება!

როგორც მოგეხსენებათ, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სიხარულით უერთდება წამოწყებულ საერთო კამპანიას.

საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების სიმბოლოსათვის პატივის მიგების მიზნით, სიამაყითა და დიდი პატივით ვუერთდებით ღონისძიებას და უნივერსიტეტის შენობიდან გამოვფინეთ სახელმწიფო დროშა.