საქართველო საავიაციო რალის მასპინძლობს / “Rallye Aéro France” long range aviation rally which already held in Georgia
ავიაკომპანია „სერვისეარის“ და ტურისტული კომპანია “Vanilla Sky”-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ “Rallye Aéro France”-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის მასპინძლობს.
ევროპულმა რალიმ 16 ივნისს, საფრანგეთში აიღო სტარტი. დადგენილი განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთ კვირას დაჰყოფენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართა: 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში, 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით, 26 ივნისს დაბრუნება მოხდება ნატახტარის აეროპორტში, 27 ივნისს გაფრენა მესტიაში და 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში. 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან.