საწარმოო პრაქტიკები საავიაციო უნივერსიტეტში!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის მიმდინარეობს საწარმოო პრაქტიკები სხვადასხვა ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საქაერონავიგაციასა და სხვა სტრუქტურებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიებით.

მათ შორის წელს პირველად საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები ავიაკომპანია MYWAY TECHNICS-ში გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით.