“სტუდენტური ფესტივალი 2019”

მიმდინარე წლის 7 მაისს, საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ასოციაციის ორგანიზებით გაისხნა ,,სტუდენტური ფესტივალი 2019″.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი იღებს, მათ შორის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა ქალაქ თბილისის მერმა ბატონმა კახი კალაძემ და საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა მამუკა ბახტაძემ!

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი სერგო ტეფნაძე!