შეხვედრა დამსაქმებლებთან!

20 დეკემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დამსაქმებლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საავიაციო სფეროს შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და თანამედროვე ტენდენციების განხილვა და მათი ასახვა უნივერსიტეტის გრძელვადიან სტრატეგიაში. 


უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი ცვლილებებისა და განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ და აქტიური თანამშრომლობა სთხოვა ამ პროცესში. დამსაქმებლებმა უნივერსიტეტს გაუზიარეს მათი ხედვა და რეკომენდაციები საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების, სტუდენტთა წახალისების, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. 
წამყვანი ადგილობრივი ავიაკომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქაერონავიგაციისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები.


მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და შემდგომი აქტივობები დაგეგმეს ამ მიმართულებით.