2018 წლის 23-24 თებერვალს თბილისში,გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გამიართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი წელსაც აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესში,გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა, გრანტების და მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ.
განათლების გამოფენა 2011 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. საავიაციო უნივერსიტეტმა ღონისძიებაში წელს მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა.