2017 წლის 26 დეკემბერს, 15 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა
2) შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება
საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)
- საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება (B1.1 & B2)
აღნიშნული პროფრამები ხორციელდება “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის” ფარგლებში.
ორივე პროგრამა ინგლისურ ენოვანია, შემუშავებულია EASA-ს (ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტების შესაბამისად და საქართველოში უპრეცედენტოა.
ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გააჩნია სრული ზოგადი განათლების ატესტატი,ფლობს ინგლისურ ენას და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს,შეუძლია დაეუფლოს პროგრამას,რომელიც მას საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანობას შესძენს.